რამდენიმე საავადმყოფოში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა
რამდენიმე საავადმყოფოში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა

A+ A-

14:36 02/08/2019

საავადმყოფოების კომპლექსური შემოწმების შედეგად დარღვევები დაფიქსირდა. მონიტორინგი 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დარღვევების უმეტესობა უკანონო საექიმო საქმიანობას, კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებს, უნებართვო სამედიცინო საქმიანობას ეხება. 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის თქმით, სამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაფიქსირდა.

„სულ შემოწმდა 30 კლინიკა და დაიწერა 20 ოქმი. როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, იყო დაახლოებით 3 საქმე, რომლებშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ასეთი საქმეები შესასწავლად შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ" - აღნიშნა კაპანაძემ.