ზურაბ ალავიძის დაკავება არ გამიკვირდება, გიორგი კვირიკაშვილის დაკავებას გამოვრიცხავ - მამუკა არეშიძე
ზურაბ ალავიძის დაკავება არ გამიკვირდება, გიორგი კვირიკაშვილის დაკავებას გამოვრიცხავ - მამუკა არეშიძე

A+ A-

12:33 05/08/2019

“ზურაბ ალავიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდნენ, როცა ის მინისტრი იყო. კაგად მახსოვს მისი ურთიერთობა “ნაციონალურ მოძრაობასთან“. საზოგადოებაში მყარი აზრი ჩამოყალიბდა იმის თაობაზე, რომ ზურაბ ალავიძეს გარკვეული გადაცდომები აქვს, რაც სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი უნდა გახდეს“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და იფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს, დიდი ალბათობით, დააკავებენ.

- ბატონო მამუკა, პროკურატურამ "ქართული ოცნების" ყოფილი მინისტრების - დავით შავლიაშვილის, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილს წინააღმდეგ 2018 წლის მარტში დაწყებული გამოძიება განაახლა, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას უკავშირდება. რას უკავშირებთ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო უწყების გააქტიურებას ?

- იმ დროს, როცა აღნიშნულმა მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს, მაშინვე გამოითქვა ეჭვი იმის შესახებ, რომ სამინისტროებში თანხები არამიზნობრივად იფლანგებოდა. ცნობილია ისიც, რომ პროკურატურამ აღნიშნული საქმის გამოძიება 2018 წელსვე დაიწყო, თუმცა გამოძიება ინტერსიურად აღარ გაგრძელდა. ამჟამად გამოძიების გააქტიურება, ვფიქრობ, საქმეში ახალი გარემოებების გამოჩენას ან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, რათა საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა იმისა, რომ დამნაშავე ადამიანი არ ისჯება. ბევრი ინფორმაცია მაქვს და კარგად ვიცი, რომ სამინისტროებში, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურაში, კორუფციული სქემები არსებობდა. მხოლოდ ტენდერებთან დაკავშირებით უნიკალური შემთხვევები ფიქსირდებოდა. სამინისტროებში მაღალჩინოსნები კომპანიებს ტენდერებს აგებინებდნენ და მერე ამავე კოპამნიაში გადადიოდნენ სამუშაოდ.

- გაქვთ ინფორმაცია უწყებებში არსებულ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით? კონკრეტული ფაქტების დასახელება შეგიძლიათ?

- უამრავი ინფორმაცია მაქვს, სხავადსხვა სამინისტროში თუ როგორ ხდება ბიუჯეტის თანხების არამიზნობირვი გამოყენება და კომპანიების მიერ ტენდერებში საეჭვო გარიგებებით გამარჯვება. ამას ყველაფერს საგამოძიებო უწყებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ის ადამიანი, რომელიც ბიუჯეტის თანხებს საკუთარი ნება-სურვილით განკარგავს და სახლში მიაქვს, უნდა დაისაჯოს. პროკურატურა არა მხოლოდ ყოფილი მინისტრების კორუფციული სქემების მიმართ უნდა გაატიურდეს, არამედ ხელისუფლების რგოლებს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებებსაც უნდა მიაქციოს ყურადღება.

- იმ ფონზე, როცა რიგ კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება საერთოდ არ ინტერესდება ან თუ ინტერესდება, საგამოძიებო მოქმედებებს აჩერებს, ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკურად მოტივრებულია? მით უფრო, როცა ეს ადამიანები ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებული პირები არიან.

- ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შესაძლოა, პოლიტიკურ მოტივს, კერძოდ, კი გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდებოდეს. რაც შეეხება კორუფციულ საქმეებთან კვირიკაშვილის დაკავშირებას, ჯერჯერობით, აღნიშნულის შესახებ საუბარი გამიჭირდება. იქედან გამომდინარე, რომ გიორგი კვირიკაშვლი ქუმსიშვილი-ალავიძის ხელმძღვანელი იყო, ის პროკურატურამ გამკითხვაზე აუცილებლად უნდა დაიბაროს. ასევე, საუბარია ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვანაზეც, რომელიც, სავარაუდოდ, გამოძიების გააქტიურების მიზეზი გახდა. ასეთ შემთვევაში, საქმეში პოლიტიკური შემადგენელი უნდა გამოვრიცხოთ.

- საქმეში შეიცვლება თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების სტატუსი, ჯერჯერობით, უცნობია. ამის მიუხედავად, უახლოეს მომავალში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას ვარაუდობთ ?

- ზურაბ ალავიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდნენ, როცა ის მინისტრი იყო. კარგად მახსოვს მისი ურთიერთობა “ნაციონალურ მოძრაობასთან“. საზოგადოებაში მყარი აზრი ჩამოყალიბდა იმის თაობაზე, რომ ზურაბ ალავიძეს გარკვეული გადაცდომები აქვს, რაც სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი უნდა გახდეს. აბსოლუტურად არ გამიკვირდება, რომ ზურაბ ალავიძე დააკავონ. რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, მის დაკავებას გამოვრიცხავ. ქუმსიშვილთან დაკავშირებით კი პროცესების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე