“სამაია“ მამაკაცების შესრულებით - მხატვარი  ლია უკლება  ნინო სუხიშვილს “პასუხობს“
“სამაია“ მამაკაცების შესრულებით - მხატვარი  ლია უკლება  ნინო სუხიშვილს “პასუხობს“

A+ A-

15:18 05/08/2019

მხატვარ ლია უკლებას ნახატები საზოგადოების მწვავე კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. ამჯერად მისი ნახატი „სამაია“  გახდა განსჯის საგანი და ალბათ არც არის გასაკვირი, რადგან  ნახატზე „სამაიას“ ქალის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები ასრულებენ. „2020NEWS“  დაინტერესდა, რა გახდა ნახატის შექმნის ინსპირაცია.

- ლია, რატომ  გადაწყვიტეთ, „სამაია“ მამაკაცების შესრულებით დაგეხატათ?

- ნინო სუხიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ცეკვა კაცურია. მან ასევე თქვა, რომ ანსამბლში გეი არ ჰყავთ. სწორედ მისი ჰომოფობიური განცხადებაა ინპირაციია წყარო. ესაა პასუხი სიძულვილზე.

-  თქვენს ნახატს „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“,  კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა,  ამჯერად გამოხმაურბების არ შეგეშინდათ?

-და კრიტიკაში რაა საშიში? შეფასებების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრესიითა სავსე, ასევე ვღებულობ მხარდამჭერ წერილებს. მესიჯი ადამიანებთან მიტანილია, ვიღაც აგრესიულად შეხვდება, ვიღაცას მოეწონება. ეს ბუნებრივი პროცესია.

აგრესიული კომენტარები არ არის უცხო და ის არც ჩემს მიზანს ცვლის, ვილაპარაკო ჩაგრულ ჯგუფებზე

- საკმაოდ ძვირი ღის ნახატი, 5000 ლარი. შეძენის მსურველი უკვე გამოჩნდა?

- ფასს ჩემი აგენტი ადგენს, მე ამ ამბებში არ ვერევი. კომერციული მხარე მას აბარია.  როგორც ვიცი, ორი ადამიანი არის დაინტერესებული.

-ამჟამად რაზე მუშაობთ და რა სიურპრიზს უმზადებთ თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლებს?

-ამჟამად არაფერზე ვმუშობ. ვისვენებ.