„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას აცხადებს
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

A+ A-

11:04 06/08/2019

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ აცხადებს მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო (BBA) და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე (MBA). 

უნივერსიტეტის მიზანია, მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრისა და ფინანსების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით. 

სტუდენტები მიიღებენ მნიშვნელოვან ცოდნას და უნარებს, როგორიცაა: მიზნის ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღება, სტრატეგიული ხედვა, გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა, ლოგიკური აზროვნება, ეთიკის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სამართლებრივი ნორმების დაცვა. 

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი უმაღლესი განათლება სრული დაფინანსებით შემდეგ სქემაში ჩართვით: 

• ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების 10% მიიღებს 100%-იან დაფინანსებას, ხოლო სტუდენტთა 20% მიიღებს 50%-იან დაფინანსებას და გადაიხდის სწავლის საფასურის ნახევარს. 
• ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში - პროგრამაზე ჩარიცხული 10 სტუდენტი 100%-იან დაფინანსებას, ხოლო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ. 

სოციალური პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი 4 წლის განმავლობაში 50% სასწავლო გრანტს გადასცემს ყველა იმ სტუდენტს, რომელიც 2019 წელს ჩააბარებს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე და ვინც არის: 

• მრავალშვილიანი ოჯახის წევრი; 
• ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდა და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღო მაღალმთიან ან ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში; 
• რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ეროვნულ ბაზაში; 

იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს ხარისხიანი განათლება, სწავლის დაფინანსების რეალური შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოცდილება, საჭიროა, მან აირჩიოს 185 და მოხვდეს 33 საუკეთესო ბაკალავრსა და 50 მაგისტრანტს შორის. 

სწავლის პროცესი, ყველა სტუდენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე თეორიული ცოდნა, საუკეთესო ლექტორებისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მენტორების ნაკრები, კურსადამთავრებულებისთვის წარმატებით დასაქმების ფაქტორს განაპირობებს. 

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.bog.edu.ge -ზე.