ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზიისთვის არის „ფანჯარა ევროპაში“ - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზიისთვის არის „ფანჯარა ევროპაში“ - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

A+ A-

12:36 06/08/2019

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზიისთვის არის „ფანჯარა ევროპაში“ – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავოშოღლუმ განაცხადა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო პროექტია.

„აღნიშნული რკინიგზა ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირების პროცესს აადვილებს“, – თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

​სარკინიგზო მაგისტრალი აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ბაქო-თბილი-ყარსის რკინიგზა აზიური ტვირთების ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.