ეროსი კიწმარიშვილის ოჯახმა “რუსთავი 2“- ის წილზე უნდა იდავოს - ჯარჯი აქიმიძე
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახმა “რუსთავი 2“- ის წილზე უნდა იდავოს - ჯარჯი აქიმიძე

A+ A-

14:54 06/08/2019

“ჩვენ არ ვგეგმავთ ქიბარ ხალვაშთან არანაირ მოლაპარაკებას, მითუმეტეს, სადღაც ბანკში და ა.შ. ვთვლით, რომ ზურგს უკან მოლაპარაკებები არა მარტო ჩვენს ცხოვრებაში, არამედ დროა საქართვლოში დასრულდეს“,- ამის შესახებ “2020NEWS“ - თან “რუსთავი 2” ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა.

-ბატონო ჯარჯი, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2“ - ის 100%-იანი წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვას დაუბრუნდა, თქვენ და ბატონი დავით დვალი წარსულში კუთვნილი 30-30%-იანი წილის დაბრუნების მიზნით, ბრძოლის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებთ? თუ  ამ ეტაპზე კვლავ ქართული მართლმსაჯულების იმედად რჩებით?  

- შანსი იმისა, რომ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში წავიდეთ, რა თქმა უნდა, არსებობს, რაც, ალბათ, ჩვენს მიერ გამოყენებული ბოლო შანსი იქნება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, შესაძლოა, ჩვენთან დაკავშირებით პროლემები მოაგვაროს, მაგრამ “რუსთავი 2“- თან დაკავშირებით ვერ მოაგვარებს. სტრასბურგის სასამართლო იტყვის, საქართველომ აღნიშნულ საქმეზე არამართლზომიერი გამოძიება ჩაატარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული სახელმწიფოსთვის რეკომენდაციას გასცემს ზიანის ანაზღაურების ან სხვათა შესახებ. ეს კი ტელევიზიას ვერ დაგვაბრუნებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სტრასბურგში საქმის წაღებაზე არ ვფიქრობთ. ჩვენი მიზანია დავბრუნდეთ ტელევიზიაში. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, ამ ტელევიზიას ჩვენ ვჭირდებით.

-თქვენთვის და დავით დვალისთვის “რუსთავი 2“- ის წილების ძალადობრივად წართმევის  საქმეს ხანდაზმულობის ვადა ისე გაუვიდა, რომ პროკურატურამ საქმეში ვერც ერთი ბრალდებული პირი გამოკვეთა.  ასეთ პირობებში, იმედი გაქვთ, რომ ქართული მართლმსაჯულება წარსულში კუთვნილ 30-30 %-იან წილს უკან დაგიბრუნებთ?

-საქმე გამოძიებულია, უბრალოდ დასკვნა უნდა დაიდოს. საქმეში არსებობს ჩვენებები, დევს ტრანზაქციები,სატელეფონო ამონაწერები და ა.შ. საქმის მასალების მიხედვით, იდება ის სურათი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, კერძოდ, ის, რომ 2004 წლის მაისი-ივნისის თვეში ჩვენს მიმართ განხორციელდა ძალადობა და ფაქტობრივად, ყველა მოანაწილე ამაზე საუბრობს. შეიძლება, ჩრდილოეთ კორეაში არ მიიღოს სასამართლომ ჩვენს მიმართ გამართლებელი გადაწყვებილება, მაგრამ  იმედია ჩვენი სასამართლოსწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

-მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა თქვენ და დავით დვალს  “რუსთავი 2“- ის 40% -იანი წილის გადაცემა შემოგთავაზათ, განაცხადეთ, რომ ტელეკომპანიაში იმ შემთხვევაში შეხვიდოდით, თუ წარსულში კუთვნილ 60%-იან წილს მიიღებდით. ქიბარ ხალვაშთან შეიძლება ითქვას, ჩაშლილი მოლაპარაკებების  გაგრძელებას კვლავ გეგმავთ?

-ჩემს სიტყვას ნუ გამოეკიდებით. ჩვენ პატარა ბავშვები არა ვართ. დიდი ხანია ამ ყველაფერს ვუყურებთ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია ჩვენთვის 60% - ის შემოთავაზება. მეორე, თუნდაც თეორიულად 60% -ის შემოთავაზება ავტორმატურად გულისმობს იმას, რომ ხალვაში აღიარებს ჩვენს მიმართ ჩადენილ დანაშაულს. ქიბარი პირად საუბარებში ამბობს, რომ თქვენ ისეთივე დაჩაგრეულები ხართ, როგორც მე ვარო. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჩვენ არ ვგეგმავთ ქიბარ ხალვაშთან არანაირ მოლაპარაკებას, მითუმეტეს, სადღაც ბანკში და ა.შ. ვთვლით, რომ ზურგს უკან მოლაპარაკებები არა მარტო ჩვენს ცხოვრებაში, არამედ დროა საქართვლოში დასრულდეს. მსგავსი ტიპის საქმეებზე საერთო საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შესაბამისად, ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა თავად მომლაპარაკებელ მახარეებს პრობლემები არ შეექმნათ.

-რამდენიმე დღის წინ 2020NEWS“ - თვის ექსკლზიურად ცნობილი გახდა, რომ “რუსთავი 2“ - ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდე ია კიწმარიშვილი ტელეკომპანიისთვის  სამართლებრვ დავას იწყებს. კიწმარიშვილის ოჯახს წარსულში  კუთვნილი “რუსთავი 2“ -ის 30% უნდა დაუბრუნდეს?

-ეროსი კიწმარიშვილი “რუსთავი 2“- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და  2004 წლამდე  ტელეკომპანიის 30% - იანი წილის მესაკუთრე იყო, შესაბამისად, მისმა ოჯახმა  საკუთარ პროცენტზე და უფლებებზე უნდა იდავოს. ჩემი, დვალისა და  ეროსის საქმეები ერთმანეთისგან დროში, სივრცეში და საქმეში მოქმედ პიროვნებებთან დაკავშირებით განსხვავებულია. ეროსის ოჯახსსაკუთარი სიმართლის დამტკიცება იმ ეპიზოდში მოუწევს, რომელიც ამ ადამინთან არის დაკავშირებული.

-“რუსთავი 2“ - ის წილის დათმობაში ეროსი კიწმარიშვილს რამდენი აქვს აღებული?  როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებლის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, ეროსის “რუსთავი 2“- ის გასხვისების საქმიდან ერთი თეთრიც არ მიუღია.

-ეროსი კიწმარიშვილმა ხელი მოაწერა ქაღალდს, რომელზეც აღნიშული იყო 50 ათასი.  მან როდის და რამდენი აიღო, მე ამას, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი. როცა ეროსის თავს ეს ამბები ხდებოდა, მასთან მე და დათოს (დვალი) ძალიან ცუდი ურთიერთობა გვქონდა.

 -2011 წელს “ლიბერალთან“ ინეტრვიუში განაცხადეთ, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია “რუსთავი 2“- ის ფორმალური მფლობელია.  “ქიბარს  არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მოლაპარაკებებში“ - თქვით 8 წლის წინ. წარსულში ხალვაშის ხელში “რუსთავი 2“  შემთხვევით მოხვდა?

-დავანებოთ თავი წარსულში რა, როგორ იყო. ვერდიქტი დადებულია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებით,  ქიბარ ხალვაში  “რუსთავი 2“- ის 100%-იანი წილის მფლობელია, ნომინალურად თუ კანონიერად ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვინ დგას ქიბარის უკან, ამასაც აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ხელისუფლებამ ყველა რესურსი დახარჯა იმისთვის, რომ “რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიეღო. არ მგონია, რომ ხელისუფლებას ეს რესური ტყუილად დაეხარჯა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე