შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს

A+ A-

15:28 06/08/2019

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის  სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან  დაიწყება და  13 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.  პროცესი მხოლოდელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე:online.naec.ge დაwww.naec.ge.

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

განაცხადებს განიხილავს საგანგებოდ შექმნილი დამოუკიდებელი კომისია, რომელიც თავიდან ასწორებს მთელ ნაშრომს ან კონკრეტულ დავალებას. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში გამოცდების მონაწილეს  აპელაციისთვის გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება.

აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე შესაძლებლობა აქვთ ცვლილებები შეიტანონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში.

სააპელაციო განაცხადის შევსების  დეტალური  ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.naec.ge