თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე დაიხრჩო
თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე დაიხრჩო

A+ A-

16:32 06/08/2019

თურქეთის ქალაქ არდეშენში ჩაის საკრეფად წასული ჩხოროწყუელი ახალგაზრდა კაცი ზღვაში დაიხრჩო.

სოფელ კირცხის გამგებლის ინგა ასათიანის ინფორმაციით, მამაკაცი სამუშაოდ თურქეთში, დაახლოებით, ორი თვის წინ წავიდა.

მისივე ინფორმაციით, ცხედარს საქართველოში დღესვე ჩამოასვენებენ.

ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში გუშინ ძლიერი შტორმის დროს დაიხრჩო.