გიორგი კვირიკაშვილი ხაზარაძის გეგმების აქილევსის ქუსლი,  ხელისუფლებისთვის კი საჩუქარია - გია ხუხაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი ხაზარაძის გეგმების აქილევსის ქუსლი,  ხელისუფლებისთვის კი საჩუქარია - გია ხუხაშვილი

A+ A-

13:02 07/08/2019

“ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობაში მოზიდული ყოფილი პრემიერ-მინსიტრი გიორგი კვირიკაშილი იქნება, რომელზეც ირიბი გასასვლელია ალავიძე-ქუმსიშვილის საქმე. ყოფილი მინისტრების საქმის გააქტიურებით ხელისუფლება გიორგი კვირიკაშვილის დაშინებას ან დისკრედიტაციას ცდილობს“,- ამის შესახებ “2020NEWS“ - თან პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომელიც ყოფილი მინისტრების მიმართ დაწყებული გამოძიების გააქტიურებას გამოეხმაურა.

-ბატონო გია, პროკურატურაში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით  გამოკითხვაზე “ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი დაიბარეს. თქვენი აზრით, საგამოძიებო უწყება ტელევიზიის მფლობელის გამოკითხვით ახლა რატომ დაინტერესდა?

-ვატო წერეთლის მიმართ გამოძიების დაინტერესება უცნაური არ არის, რადგან ის, რასაც ხაზარაძე-ჯაფარიძეს ედავებიან ვატო წერეთლის იმ კომპანიიდან დაიწყო, რომელმაც “თიბისი ბანკიდან“ კრედიტი აიღო და მერე ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშზე გადარიცხა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვატო წერეთლის გამოკითხვა საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება. სხვა საკითხია საგამოძიებო უწყება წერეთლის გამოკითხვით აქამდე რატომ არ დაინტერესდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროკურატუამ ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე თაროზე შემოდო, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ  ხელისუფლებას ვატო წერეთილის მიმართაც სხვა ინეტერესები ამოძრავებს. 

-“სხვა ინეტრესებში“ გულისხმობთ ხელისუფლების სურვილს დაამყაროს მედიაზე კონტროლის და მათ შორის, ვატო წერეთლის კუთვნილი “ტვ პირველი“ გააჩუმოს?  

-ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ტელევიზიის კონტექტსტი თანმდევი პროცესია. არა მგონია, რომ მთელი ამ დავიდარაბის სამიზნე მხოლოდ ტელევიზია იყოს. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები არსად ჩანს. არ გამოვრიცხავ, რომ საქმეში რაღაც ტიპის დანაშაულის შემცველი ნიშნები არსებობდეს, მაგრამ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ფულის გათეთრებაზე საუბრი სრული აბსურდია.

-“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით აგორებული საქმე მხოლოდ ხელისუფლების იმ ინტერესს უკავშირდება, რომელიც ანაკლიის პროექტის გაკონტროლებას გულისხმობს, თუ ჯაფარიძე-ხაზარაძის მიმართ “ქართული ოცნების“ ლიდერებს  სხვა სუბიექტური ინეტრესებიც აქვთ?

- ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ არსებობს ხელისუფლების პირადი, სუბიეტური დამოკიდებულებები. აგრეთვე, არსებობს პოლიტიკური კონტექსტიც. ბუნებრივია, ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანი ანაკლიის პროექტის გაკონტროლება და კონსორციუმის ჩამოშოროებაა. კონსორციუმის ჩამოშორება კი ხელმძღვანელების, ჯაფარიძე-ხაზარაძის დისკრედიტაციით სურდათ. დღეს კი ეს ყველაფერი უკვე აზრს კარგავს, რადგან კონსორციუმში ხაზარაძე-ჯაფარიძე წარმოდგენილნი აღარ არინ.

-პროკურატურამ "ქართული ოცნების" ყოფილი მინისტრების - დავით შავლიაშვილის, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილს წინააღმდეგ 2018 წლის მარტში დაწყებული გამოძიება განაახლა, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას უკავშირდება. რას უკავშირებთ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო უწყების გააქტიურებას ?

-შეიძლება, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობაში მოზიდული ყოფილი პრემიერ -მინსიტრი გიორგი კვირიკაშილი იქნება, რომელზეც ირიბი გასასვლელია ალავიძე-ქუმსიშვილის საქმე. ყოფილი მინისტრების საქმის გააქტიურებით ხელისუფლება გიორგი კვირიკაშვილის დაშინებას ან დისკრედიტაციას ცდილობს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ხაზარაძესთან კვირიკაშვილის პოლიტიკური თანამშრომლობა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია, რადგან ყოფილი პრემიერი ხაზრაძისთვის, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს. გიორგი კვირიკაშვილი ხაზარაძის გეგმების აქილევსის ქუსლი და ხელისუფლებისთვის საჩუქარია.

-პოლიტიკური თანამშრომლობის კონტქსტში გიორგი კვირიკშვილმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს  პრობლემა რატომ უნდა შეუქმნას?

-ხელისუფლება როგორ მოქმედებს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კარგად ჩანს. ის ცდილობს, მიიღოს მორალური უპირატესობა, რომლის მოპოვება ჯაზარაძე-ხაზარაძის მოძრაობის ლიდერების დისკრედიტირებით არის შესაძლებელი. გიორგი კვირიკაშვილი ქუმსიშვილთან და ალავიძესთან საკმაოდ დაახლოებული იყო, ამიტომ პრემიერის წინააღმდეგ ხელისფლებას ხელში კარგი კომპრომატი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების პროპაგანდამ კვირიკაშვილის დისკრედიტაცია მოახერხა, ბუნებრივია, აღნიშნული კვირიკაშვილის პარტნიორებზე ხახაზრაძე-ჯაფარიძეზეც გარცელდება. ეს ტექნოლოგია ამ ქვეყანაში არა ერთხელ გამოყენებულა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე