აგვისტოს ომში დაშავებული სამხედროები რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან
აგვისტოს ომში დაშავებული სამხედროები რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან

A+ A-

17:37 07/08/2019

2008 წლის აგვისტოს ომში და სამშიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ცენტრის მშენებლობა სამ თვეში დასრულდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო ცენტრი დასავლური სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში განთავსებული იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის. წეროვანის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ამერიკის მხარდაჭერით ხორციელედება.