რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

A+ A-

95

16:44 20/10/2018

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან გოფოძე უხელმძღვანელებს.

სამედიცინო დაწსებულების პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან გოფოძე 1984 წლიდან დღემდე მოღვაწეობს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში.

1985 წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და ასოცირებული პროფესორია; გახლავთ 67 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ცნობისათვის, ლევან გოფოძემ ავთანდილ იმედაძე შეცვალა.

შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა, “ლინიკების განვითარების კომპანიამ“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ავთანდილ იმედაძის თანმდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება 21 სექტემბერს მიიღო. გათავისუფლების მიზეზი კი კლინიკაში შიდა და გარე აუდიტორული კვლევის საფუძველზე გამოვლენილი ფინანსური და სამეურნეო ტიპის დარღვევებია.