უეფა-მ “დინამო თბილისი“ 50 000 ევროთი დააჯარიმა
უეფა-მ  “დინამო თბილისი“ 50 000 ევროთი დააჯარიმა

A+ A-

21:21 08/08/2019

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ფეიენოორდთან“ „დინამო არენაზე“ მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

უეფა-ს ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილება შემდეგია:

„უეფა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე (დინამო – გაბალა), „დინამო თბილისის“ გულშემატკივრების რასისტული ქმედების გამო: კლუბი დაჯარიმდება;

აეკრძალება უეფა-ს ეგიდით გასამართ შემდეგ მატჩზე (დინამო – ფეიენოორდი) მაყურებლის დასწრება, ასევე კლუბი ვალდებულია, სტადიონზე გამოფინოს ბანერი #EqualGame“, – ნათქვამია უეფა-ს ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილებაში.

"დინამოს" უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.