ალავიძე-ქუმსიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს აშინებენ - პაატა ზაქარეიშვილი
ალავიძე-ქუმსიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს აშინებენ - პაატა ზაქარეიშვილი

A+ A-

12:30 09/08/2019

“იმედია, ოდესმე ქართველი ხალხი აგვსიტოს ომის გამო  ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას“ გაასამართლებს. ის, რასაც ბრიყვი სააკაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირბით როშავს, ჰააგის სასამართლოში აუცილებლად იქნება საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოყენებული“,- ამის შესახებ “2020NEWS“ - თან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან ერთად პოლიტიკურ ველზე ყოფილი მინისტრები ზურაბ ალავიძე, დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აღმოჩნდებიან.

-ბატონო პაატა, გუშინ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე “ტვ პირველის“ მესაკუთრე ვატო წერეთელი გამოიკითხა. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით ვატო წერეთლის გამოკითხვას ტელეკომპანიის გაჩუმების მცდელობად  აფასებთ?

-მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ “ტვ პირველის“ წინააღმდეგ გარკვეული ღონისძიების განხორციელება სურს. ისიც ცნობილია, რომ ტელევიზიის გაჩუმების შესახებ ტელეკოპანიის დამფუძნებლი რამდენიმე წილის წინაც საუბრობდა, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიაზე “ქართული ოცნება“ შეტევას ახორციელებს. ვფიქრობ, “ტვ პირველთან“ დაკავშირებით ხელისუფლების გეგმები ცნობილი სულ მალე გახდება.

-ვრცელდება ინფორმაცია, რომ “რუსთავი 2“  მოქმედი გუნდითა და სარედაქციო პოლიტიკით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვეღარ შეხვდება. მიხედავად იმისა, რომ  ტელეკოპამპანიაში, ჯერჯერობით, მასშტაბური ცვლილებები არ ხორციელდება, მოელით, რომ  “რუსთავი 2“ არჩევნებამდე “ “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ იარაღად გადაიქცევა?

-“რუსთავი 2“ - ში მასშტაბური ცვლილებების განხორციელებას ველოდები და სამწუხაროდ, თუკი ტელეკომპმანია “ქართული ოცნების“ პროპაგანდის სამსახურში ჩადგება, რთულ მდგომარეობას მივიღებთ. სხვა საკითხია “რუსთავი 2“ “ნაცმოძრაობის“ ხელში რას წარმოადგენდა. ის იყო ტენდენციური, ანტისახელმწიფოებრივი ტელეკომპანია, რომელიც პროდასავლურ ღირებულებებზე არ იყო დაფუძნებული. მეტიც, “რუსთავი 2“ ტელევიზია არასდროს ყოფილა. ქვეყანას სჭირდება “რუსთავი 2“ ობიექტურ, პროდასავლურ ტელევიზიად გარდაიქმნას.

-პროკურატურამ "ქართული ოცნების" ყოფილი მინისტრების - დავით შავლიაშვილის, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილს წინააღმდეგ 2018 წლის მარტში დაწყებული გამოძიება განაახლა, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას უკავშირდება. რას უკავშირებთ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო უწყების გააქტიურებას ? და ასევე, ელოდებით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას?

-ყოფილი მინისტრების დაკავებას გამოვრიცახავ, რადგან წინასაარჩევნოდ ამ ადამიანების დაკავება სკანდალური იქნება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე “ქართული ოცნების“ მიერ ყოფილი მინისტრების ალავიძე-ქუმსიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის დაშინების პროცესი მიმდინარეობს, რადგან მმართველ პარტიას ეშინია იმის, რომ ისინი მამუკა ხაზარაძის გუნდთან ერთად გამოჩნდებიან.  

-ამ დრომდე ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში  მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრებოდა. ეჭვი გაქვთ, რომ პოლიტიკურ ველზე  “თიბისის ბანკის“ დამფუძნებლებთან  ერთად  ყოფილი მინისტრებიც აღმოჩნდებიან? 

-ვვარაუდობ, რომ ყოფილი მინისტრები პოლიტიკური საქმიანობას ჯაფარიძე-ხაზარაძესთან ერთად გააგრძელებენ. “ქართული ოცნება“ კი ჯაფარიძე-ალავიძის გავლით პირდაპირ გიორგი კვირიკაშვილს ურტყამს და ხელს უშვილის “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან ერთად ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნას.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე