2019 წელს პრემია საქართველოს განათლების სამინისტროს არც ერთ თანამშრომელზე არ გაცემულა
2019 წელს პრემია საქართველოს განათლების სამინისტროს არც ერთ თანამშრომელზე არ გაცემულა

A+ A-

17:10 09/08/2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით.

 განვმარტავთ, რომ 2019 წლის განმავლობაში, პრემია სამინისტროს აპარატის არც ერთ თანამშრომელზე არ გაცემულა.

 აქვე ვაზუსტებთ, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სკოლებისა, შედის: 219 საბიუჯეტო ორგანიზაცია, მათ შორის 14 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, 62 საგანმანათლებლო რესურსცენტრი, 143 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

შესაბამისად, პრემირებულ თანამშრომლებში  იგულისხმება  სახელმწიფო თეატრების, მუსიკალური ცენტრების, მუზეუმების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სპორტული ფედერაციების, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების როგორც შტატიანი, ასევე შტატგარეშე თანამშრომლები.