რუსეთში ოპოზიციონერი ლუბოვ სობოლი დააკავეს
რუსეთში ოპოზიციონერი ლუბოვ სობოლი დააკავეს

A+ A-

18:30 10/08/2019

რუსული ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი ლუბოვ სობოლი დააკავეს. სპეცრაზმმა ის, საარჩევნო შტაბიდან აიყვანა. დაკავების მიზეზად პროკურატურაში განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, სობოლი სახაროვის პროსპექტზე დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციას ამზადებდა.

შეგახსენებთ, რომ ლუბოვ სობოლი ერთ ერთია, ვინც მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე საარჩევნო კომისიამ არ დაუშვა.

ხალხმრავალი აქცია კი მოსკოვის ცენტრში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღეს დემონსტრაციაზე 40 000-მდე ადამიანი მივიდა. 

აქცია ამჯერად სანქცირებულია. დემონსტრანტებისთვის გამოყოფილია სპეციალური ტერიტორია, რომელსაც სპეცრაზმი იცავს.

რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. მოსახლეობა საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვასა და აქტივისტების დაკავებას აპროტესტებს.