ჩემგან 10 ვარდს და 10 კოცნას მიიღებს ის ქალი, რომელიც ...
ჩემგან 10 ვარდს და 10 კოცნას მიიღებს ის ქალი, რომელიც ...

A+ A-

11:33 11/08/2019

"ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს მიიღებს ის ქალი, რომელიც შარლ აზნაურის La Boheme-ს მომასმენინებს", - ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ამჟამად მატროსოვის ციხეში იმყოფება.

“ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს და ათ კოცნას მიიღებს ის ქალი, რომელიც მატროსოვის ციხის კედელთან ცენტრალურ შესასვლელამდე არმისული ასი მეტრით შარლ აზნავურის La Boheme -ს მომასმენინებს სამჯერ, ადმინისტრაციულ ჯარიმას მე ვიხდი. მამაკაცებისთვის სუფრას ვკისრულობ.

P.S. მოსმენა შემეძლება კვირას 10.30-11.30 ; ორშაბათს 14.30-15.30; სამშაბათს 11.30-12.30", - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.