ნორვეგიაში მეჩეთში მყოფმა ადამიანებმა შეიარაღებული ადამიანის გაუვნებელყოფა პოლიციის მისვლამდე მოახერხეს
ნორვეგიაში მეჩეთში მყოფმა ადამიანებმა შეიარაღებული ადამიანის გაუვნებელყოფა პოლიციის მისვლამდე მოახერხეს

A+ A-

12:02 11/08/2019

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოსთან ახლოს, მეჩეთში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. თვითმხილველების ინფორმაციით, მეჩეთში შესულ თეთრკანიან მამაკაცს თან ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე სახეობა ჰქონდა.

დამნაშავემ შუშის კარი შეანგრია და უმისამართო სროლა დაიწყო. შედეგად, შენობაში მყოფი 75 წლის მამაკაცი დაიჭრა. მეჩეთში მყოფმა ადამიანებმა შეიარაღებული ადამიანის გაუვნებელყოფა თავად მოახერხეს და პოლიციის მოსვლამდე ჰყავდათ დაკავებული.

მომხდარის მოტივების შესახებ არაფერია ცნობილი. ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელი ნორვეგიის მოქალაქეა, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადა და მეჩეთის მახლობლად ცხოვრობს.