რუსთავში 35 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში 35 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს

A+ A-

14:44 11/08/2019

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 35 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო დაა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა. გამოძიება სსკ-ის 115 მუხლითაა დაწყებული. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.