გული არაფერზე დაიწყვიტო გია, ყველანი შენთან ვართ, მეთაურო - დავით თევზაძე
გული არაფერზე დაიწყვიტო გია, ყველანი შენთან ვართ, მეთაურო - დავით თევზაძე

A+ A-

15:05 11/08/2019

გენერალი დავით თევზაძე გია ყარყარაშვილთან ერთად გადაღებულ სურათს აქვეყნებს და წერს, რომ მას გული არაფერზე უნდა წყდებოდეს.

„,როდესაც ადამიანს საჯაროდ შეურაცხყოფ და დარწმუნებული ხარ, რომ არანაირ პასუხს არ აგებ, ვინაიდან ფიზიკურად ვერ შეძლებს შეურაცყოფილი პასუხი გაგებინოს, ორ შეცდომას უშვებ ძირითადად: 

პირველი, რომ ფიქრობ, რომ პასუხს არ აგებ და მეორე - რომ კაცი გგონია თავი... და საერთოდ, ძველებს უთქვამთ, ის ძაღლი არ კბენს, რომელიც  ყეფს.

გული არაფერზე დაიწყვიტო გია, ყველანი შენთან ვართ მეთაურო, და არც ისე ცოტა შეგვიძლია, როგორც შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს”,- წერს დავით თევზაძე.