“ივანიშვილი ნიშნავს წყვდიადს და ველურობას! საქართველოში აუცილებლად გათენდება!“
“ივანიშვილი ნიშნავს წყვდიადს და ველურობას! საქართველოში აუცილებლად გათენდება!“

A+ A-

17:40 11/08/2019

"ივანიშვილი ნიშნავს წყვდიადს და ველურობას! საქართველოში აუცილებლად გათენდება", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ახალგაზრდულ ჰოლანდიურ ორკესტრს 3 დღის წინ ბახმაროში, კინოთეატრის დარბაზში უნდა დაეკრათ. თუმცა, წინა ღამით "ქართული ოცნების" აქტივისტებმა იქაურობა დაამტვრიეს და კონცერტი ჩაშალეს.

"არმაზ ახვლედიანმა მიიწვია საქართველოში გასტროლებზე ახალგაზრდული ჰოლანდიური ორკესტრი რომელმაც საქართველოში ბოლო ათ დღეში მრავალ ადგილას დაუკრა ასევე ჰოლანდიაში დიდი ხნის განმავლობაში მცხოვრებ ჩემს მეგობარ ლევან ცხადაძესთან ერთად. 3 დღის წინ მათ უნდა ბახმაროში დაეკრათ ჩემს აშენებულ კინოთეატრის დარბაზზში. წინა ღამით დარბაზზში შეცვივდნენ ადგილობრივი ქოც აქტივისტები, დაამტვრიეს იქაურობა და კონცერტი ჩაშალეს. ივანიშვილი ნიშნავს წყვდიადს და ველურობას! საქართველოში აუცილებლად გათენდება!",- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.