პეტრო პოროშენკო გამოკითხვაზე კვლავ დაიბარეს
პეტრო პოროშენკო გამოკითხვაზე კვლავ დაიბარეს

A+ A-

11:10 12/08/2019

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე დაკითხვაზე დაიბარა.

უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია ტელეარხ „პრიამოის“ შესყიდვისას გარიგებაზე. 25 ივლისს პოროშენკო გამოძიების სახელმწიფო ბიუროში უკვე იმყოფებოდა. მაშინ ის ქარხნის „სამჭედლო რიბალსკიზე“ ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებაზე იძლეოდა განმარტებებს. როგორც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, ის არც ერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი არ არის.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.