მარგველაშვილი 79185,71 - ჩიჩუა - 6250 ლარი - რა ქონებით დატოვა პრეზიდენტმა თანამდებობა
მარგველაშვილი 79185,71 - ჩიჩუა -  6250 ლარი - რა ქონებით დატოვა პრეზიდენტმა თანამდებობა

A+ A-

11:18 12/08/2019

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 7 აგვისტოს ქონებრივი დეკლარაცია ჩააბარა. ქონებრივ დეკლარაციაში ასახულია ყველა ის მიწის ნაკვეთი თუ საბანკო ანგარიში, რომელიც მარგველაშვილს დეკლარაციის შევსების დროს გააჩნდა.

გიორგი მარგველაშვილის სახელზე ერთი მიწის ნაკვეთი, ერთი ბინა და ორი საცხოვრებელი სახლი ფიქსირდება, ხოლო მის მეუღლეს მაკა ჩიჩუას ერთი ბინა აქვს.

დეკლარაციის მიხედვით გიორგი მარგველაშვილს არ გააჩნია ავტომობილი ფასიანი ქაღალდები და ა.შ

მიმდინარე ანგარიშებზე პრეზიდენტს და მის მეუღლეს 31403.3804 ლარი აქვთ.

ყოფილმა პრეზიდენტმა 2018 წლის პირველი იანვრიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით 79185,71 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ ტელეკომპანია „იმედში“ მოღვაწეობისთვის 6250 ლარი.