12-15 აგვისტოს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
12-15 აგვისტოს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

A+ A-

11:54 12/08/2019

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-15 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 14-15 აგვისტოს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურულ რეჟიმს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხეთ-დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა განსაზღვრავს.

ჰაერის ტემპერატურა 12-13 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა, ბარში და მთაში +28, +33, ხოლო 14-15 აგვისტოს +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.