მაშველებმა უშბიდან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს
მაშველებმა უშბიდან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს

A+ A-

11:57 12/08/2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სასაზღვრო პოლიციამ მიიღეს ინფორმაცია, რომ მესტიის მიმდებარედ ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბადან დაშვების დროს, ფერდობზე დაგორდა და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

რთული რელიეფის გამო, დახმარების სწრაფად აღმოჩენის მიზნით, ადგილზე დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. მაშველებმა დაშავებული ტურისტები მესტიაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ექიმების განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.