შავ ზღვაში რუსულ ხომალდი ჩაიძირა
შავ ზღვაში რუსულ ხომალდი ჩაიძირა

A+ A-

12:35 12/08/2019

შავ ზღვაში, ტუაპსესთან რუსულ ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად ის ჩაიძირა.

მედიის ინფორმაციით, ხანძრის მომენტში ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა.

ყველა მათგანის ევაკუაცია მოხერხდა. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. წინასწარი ვარაუდით, ხანძრის გაჩენის მიზეზი, ძრავის აალება გახდა.