ეს არის “რუსთავი 2“ -ის დახურვის ვერაგული გეგმა - გოცირიძე
ეს არის “რუსთავი 2“ -ის დახურვის ვერაგული გეგმა -  გოცირიძე

A+ A-

13:43 12/08/2019

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურება „რუსთავი 2“-ის გაყიდვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს არის ტელეკომპანიის დახურვის ვერაგული გეგმა.

“ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს ვყიდიო. ეს არის ამ ტელეკომპანიის დახურვის ვერაგული გეგმა. გამოაცხადებს გაკოტრებულად, გაყიდის აქტივებს( მიწას, ქონებას), გაისტუმრებს ვალებს, რაც დარჩება, ჩაიდებს ჯიბეში, შეასრულებს ბოროტი მავრის ფუნქციას და აითესება. ”მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს”! შორს ვერ წავა. სხვა დროა”, - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.