"არ მინდა, ჩემი ლონდონის სახლი "60 წუთში" მოხვდეს" - რატომ ეშინოდა მიხეილ სააკაშვილს "რუსთავი 2"-ის?
"არ მინდა, ჩემი ლონდონის სახლი "60 წუთში" მოხვდეს" - რატომ ეშინოდა მიხეილ სააკაშვილს "რუსთავი 2"-ის?

A+ A-

14:15 12/08/2019

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერებიდან, რომელიც "2020NEWS"-მა ექსკლუზიურად მოიპოვა, ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილს "რუსთავი 2"-ის ძალიან ეშინოდა.

იმ პერიოდში, "ვარდების რევოლუცია" ახალი მომხდარი იყო, მახსოვს, ირაკლი ჩუბინიშვილმა საკრალური ფრაზა მითხრა, რომელიც თავში ჩამრჩა: "მიშას რუსთავი 2“-ის ეშინია და იძახის - არ მინდა, რაღაც დროის მერე, "რუსთავი 2-ზე", “60 წუთში” ჩემზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადონ, სადაც აღწერილი იქნება, რომ მე სახლი მაქვს ლონდონშიო. მას ეშინოდა “60 წუთში” მოხვედრის და სწორედ ამიტომ, ამ გადაცემის ნახევარი თანამშრომლები უშიშროების სამსახურში გადაიყვანა სამუშაოდ", - წერს ეროსი კიწმარიშვილი.

შეგახსენებთ, "2020NEWS"-მა ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერები ექსკლუზიურად მოიპოვა.