შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა
შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა

A+ A-

14:58 12/08/2019

ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის, „შინდისის" პირველი ტრეილერი გამოვიდა.

ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორი დიტო ცინცაძეა, ხოლო პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, საქართველოში სექტემბრის ბოლოს გაიმართება. 

„შინდისი" 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგება.