ლევან სურგულაძემ მთავარი რისკის ოფიცერი წარადგინა
ლევან სურგულაძემ მთავარი რისკის ოფიცერი წარადგინა

A+ A-

15:31 12/08/2019

საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერის თანამდებობაზე ბაქარ მარუაშვილი დაინიშნა. ის საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან სურგულაძემ წარუდგინა. საპენსიო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ბაქარ მარუაშვილი საპენსიო სააგენტოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას უხელმძღვანელებს, რომელსაც რისკის კონტროლი ჰქვია.

,,რისკის კონტროლი თითოეული ტრანზაქციის დონეზე დამოუკიდებლად გააკონტროლებს სინვესტიციო პროცესს. რისკის კონტროლი განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ყველაზე თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით. რისკის კონტროლი მოიაზრებს სრულ გამჭირვალობას. რისკის პოლიტიკა, ის პროცედურები და მეთოდოლოგიები რასაც გამოვიყენებთ, იქნება სრულიად გამჭირვალე.“ - აღნიშნავს ლევან სურგულაძე.

საპენსიო სააგენტომდე ბაქარ მარუაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენის უფროსი იყო. მანამდე კი ,,ენტროპის“ ფონდში საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობა ეკავა