"რისკის კონტროლის სტრუქტურა იქნება დამოუკიდებელი ორგანო“ - საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი (ვიდეო)
"რისკის კონტროლის სტრუქტურა იქნება დამოუკიდებელი ორგანო“  - საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი (ვიდეო)

A+ A-

15:35 12/08/2019

საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. ბაქარ მარუაშვილი აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ,,საპენსიო რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებაა, რომელიც ერთის მხრივ ზრდის მომავალ პენსიონერთა კეთილდღეობას, ხოლო მეორეს მხრივ ზრდის შიდა ფინანსური კაპიტალის ფორმირებას.

მთავარი რისკის ოფიცერმა აღნიშნა, რომ რისკის კონტროლი იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა. მან საზოგადოებას სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

,,ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება რომ შემოწმდეს საინვესტიციო პროცესების შეფარდება და შესაბამისობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან. ასევე მინდა მოგახსენოთ რისკის კონტროლის პროცესი. პირველ რიგში, უნდა მოხდეს რისკის პოლიტიკის შემუშავება, სადაც მოხდება როგორც ფინანსური, ასევე საოპერაციო რისკების აღწერა. შემდეგ ამ რისკ-ფაქტორებთან მიმართებაში აუცილებელია შემუშავდეს დათვლის მეთოდოლოგიები. აქედან გამომდინარე, პერიოდულად ჩვენ შევძლებთ რომ პორტფელის რისკის საერთო პროფილი დავთვალოთ და შევადაროთ საინვესტიციო დოკუმენტში არსებულ ილიმიტებს. რისკის რეპორტინგი იქნება აბსოლუტირად გამჭირვალე, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე საპენსიო სქემაში მონაწილე მხარეებისთვის.“ - განაცხადა ბაქარ მარუაშვილმა