თუ მოხდება წილების დაყადაღება, მაშინ ვერ გასხვისდება - სალია კიწმარიშვილს პასუხობს
თუ მოხდება წილების დაყადაღება, მაშინ ვერ გასხვისდება - სალია კიწმარიშვილს პასუხობს

A+ A-

16:15 12/08/2019

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია  ია კიწმარიშვილის საჩივარს ეხმაურება და ამბობს, თუ სასამართლო ყადაღის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს, წილების გასხვისება ვერ მოხდება.

„თუ დაკმაყოფილდება მოთხოვნა ყადაღის თაობაზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქნება შემაფერხებელი ფაქტორი. მეც მედიის საშუალებით გავიგე, რომ მან მიმართა სასამართლოს... თუ მოხდება დაყადაღება წილების, მაშინ ვერ გასხვისდება. მე მოვისმინე დვალის და აქიმიძის, კიწმარიშვილის განცხადებას, რომ ისინი აცხადებენ საჯაროდ, რომ გაგრძელდება დავა ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით და ამით ამცნობენ ნებისმიერი პოტენციურ მყიდველს, რომ ის ვერ გახდება კეთილსინდისიერი შემძენი. ეს მათი უფლებაა, ჩვენ მათ ამას ვერ დავუშლით, მათ ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს და დაიცვან თავიანთი უფლებები“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა “რუსთავი 2“-ის 30% წილის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. კიწმარიშვილის განმარტებით, მას, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, სრული უფლება აქვს ტელეკომპანიის წილი მოითხოვოს. ა