სოფელ გულგულაში 11 წლის მოზარდი არხში დაიხრჩო
სოფელ გულგულაში 11 წლის მოზარდი არხში დაიხრჩო

A+ A-

16:24 12/08/2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში 11 წლის მოზარდი არხში ჩავარდა. მაშველებმა მისი ამოყვანა მოახერხეს.

თუმცა ადგილზე მისულმა სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა.

„ალბათ ბავშვები იყვნენ წამოსულები და დინებამ წაიღო, არხში რომ ჩავიდნენ. ჯერ პოლიციელები, შემდეგ სამაშველოს ბიჭები ჩავიდნენ არხში და ეძებდნენ. იპოვნეს და ამოიყვანეს. ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად, ბავშვი ვერ გადაარჩიეს“, - ამბობს გულგულაში მერის წარმომადგენელი დავით სუმბაძე.