ნიკა გვარამიას ადვოკატი დღეს სააპელაციო საჩივარს შეიტანს
ნიკა გვარამიას ადვოკატი დღეს სააპელაციო საჩივარს შეიტანს

A+ A-

10:28 13/08/2019

ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო საჩივარს 13 აგვისტოს წარვადგენთ, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება გირაოს თაობაზე უნდა გაუქმდეს.

მისი თქმით, აღკვეთის ღინისძიება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან ბრალდების საფუძველი არ არსებობს.

“მოლოდინი არ გვაქვს, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ვიცით რა მდგომარეობაა სასამართლოში, განსაკუთრებით სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ჩვენ დაცვის ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას გირაოს სახით 40 000 ლარი შეუფარდა, რითაც სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთი ღინისძიების სახით 80 000 ლარიანი გირაოს შესახებ ნაწილიბრივ დააკამყოფილა. ამასთან, გვარამიას ეკრძალება ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.