ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - კეზერაშვილის პასუხი
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - კეზერაშვილის პასუხი

A+ A-

10:54 13/08/2019

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.

კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ პირველი განცხადებები გუშინ უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ისრაელის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს. მათივე ინფორმაციით,  საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი იარაღის უკანონო ვაჭრობისა და საერთაშორისო კორუფციული გარიგებების მთავარი ფიგურანტია.

ვოლსკი ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა მის ექსტრადირებას თუმცა, ვოლსკი უარყოფს, რომ კეზერაშვილის, ან ნებისმიერი სხვა პირის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მათ პოლიტიკურ გააქტიურებას არ უკავშირდება.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ ისრაელში, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ყველა პოტენციური ბრალდება გაქარწყლებულია.