“დინამომ“ უეფა-ში აპელაცია შეიტანა
“დინამომ“ უეფა-ში აპელაცია შეიტანა

A+ A-

11:04 13/08/2019

თბილისის „დინამომ“ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა, რომლის მიხედვითაც, „ფეიენოორდს“ თბილისში, „დინამო-არენაზე“ 15 აგვისტოს უმაყურებლოდ უმასპინძლებს. ასევე, ფინანსური სასჯელის სახით კლუბს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა და ვალდებულია, ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი – #equalgame.

გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის „დინამოს“ ხუთდღიანი ვადა ჰქონდა, რომლითაც კლუბმა ისარგებლა. თბილისის „დინამოს“ სარჩელის თაობაზე უეფა-ს ვერდიქტი 13 აგვისტოს იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების მიზეზი ევროპის ლიგის მატჩზე აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ გულშემატკივრების სექტორში გამოფენილი ბანერი გახდა, რომელზეც, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის წევრების აზრით, ფაშისტური სიმბოლიკა იყო.