დღეს ცაციების საერთაშორისო დღეა
დღეს ცაციების საერთაშორისო დღეა

A+ A-

11:08 13/08/2019

დღეს ცაციების საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1992 წელს გაერთიანებულ სამეფოში დაარსდა. ცაციობა 25 წლის წინაც კი ნაკლად, ფიზიოლოგიურ ანომალიად მიიჩნეოდა.

ერთგვარი სტერეოტიპიც იყო, ვინადაინ ადამიანების უმეტესობა მარჯვენა ხელით წერს, მიიჩნეოდა, რომ ყველას ასე უნდა ეწერა. ამიტომ, მშობლები და პედაგოგები ცდილობდნენ, ეს „გამოესწორებიანთ“ და ცაცია ბავშვებს მარჯვენა ხელით წერას აიძულებდნენ.

ამის გამო ხშირად ბავშები დაკომპლექსებულ და ნერვიულ ადამიანებად ყალიბდებოდნენ.

ცაციები უმცირესობაში არიან, თუმცა ჩვეულებრივი მემარჯვენე მოკვდავებისგან გამოირჩევიან. ამ ადამიანების უმტესეობა საქმეს მარცხენა ხელით აკეთებდნენ, თუმცა გენიალურად - ცაციებს შორის ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ადამიანია:

რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი, ბარაკ ობამა, ფრიდრიხ ნიცშე, ფრანც კაფკა, ჩარლზ დარვინი, ალბერტ აინშტაინი, ისააკ ნიუტონი, ჩარლი ჩაპლინი, პოლ მაკარტნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი....