“ტვ პირველზე“ განხორციელდა კიბერშეტევა - არხი პარალიზებულია
“ტვ პირველზე“ განხორციელდა კიბერშეტევა - არხი პარალიზებულია

A+ A-

11:20 13/08/2019

“ტვ პირველი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც არხის პარალიზება გამოიწვია.

“ტვ პირველის“ -ის  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია, არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები”, – ნათქვამია განცხადებაში.