“მამა-მეტლახებს” კი უნდა ახსოვდეთ, ვისი თავები დაგორდა რუის-ურბნისის კრების შემდეგ - ბუღაძე
“მამა-მეტლახებს” კი უნდა ახსოვდეთ, ვისი თავები დაგორდა რუის-ურბნისის კრების შემდეგ - ბუღაძე

A+ A-

11:37 13/08/2019

მწერალი ლაშა ბუღაძე ყინწვისის მონასტერში მეტლახის დაგებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“რა სიმბოლურია: ყინწვისის მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიის ნაწილია, ჩვენს “მამა-მეტლახებს” კი უნდა ახსოვდეთ, ვისი თავები დაგორდა დავით აღმაშენებლის მიერ რუის-ურბნისის კრების შემდეგ. თუმცა ვინღაა დღეს ამ კრების ჩამტარებელი?!”, – წერს ბუღაძე.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მონასწტერში სასულიერო პირებმა მარმარილოს მეტლახი დააგეს, რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.