მედიათავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება - ბახტაძე “რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
მედიათავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება - ბახტაძე “რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

A+ A-

12:10 13/08/2019

„სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული და არაფერი სხვა რამით. მე სხვა კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც მე მოვისმინე გუშინ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე განაცხადა, რომლის თანახმადაც ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

პრემიერი ირწმუნება, რომ მოქმედი ხელისუფლების ყველაზე დიდი მონაპოვარია მედია თავისუფლება.

„საქართველოში აუცილებლად მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი და ეს არის იმის გარანტი, რომ საქართველო გააგრძელებს თავის განვითარებას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. ცნობისთვის, გუშინ ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს ყიდის.