სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის - დაჭრილია 51-ე სკოლის მოსწავლე
სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის - დაჭრილია 51-ე სკოლის მოსწავლე

A+ A-

12:36 13/08/2019

თბილისში, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკებით დაწყებული კონფლიქტი სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, შედეგად   17 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.

მოზარდს  ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი  ღუდუშაურის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.  ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 

დაპირისპირება ჩიქობავას ქუჩაზე, "ლონდონის ბაღში" მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით,  ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მათი ძაღლების ჩხუბის გამო დაიწყო. 

შსს-მ მომხდარ ფაქტზე ნივთმტკიცებად  დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფი ამოიღო და 1 პირი  დააკავა. 1982 წელს დაბადებულ მამაკაცს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.რ-მ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს„- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წყარო: „პრაიმ ტაიმი“