“რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია - ბიუჯეტის 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს - თალაკვაძე
“რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია - ბიუჯეტის 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს - თალაკვაძე

A+ A-

14:21 13/08/2019

 პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ს ვალების რესტრუქტურიზაციაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ს, სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე.

ამისათვის კი სახელმწიფოს ისეთი ნაბიჯები არ გადაუდგამს, რაც ტელევიზიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა.

„ვის, ვის, მაგრამ „რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ამაზე პრეტენზია. ვინაიდან, ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ამ ტელევიზიასაც 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ამისათვის სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები, რაც ტელევიზიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ გადაუდგამს. ბუნებრივია, აქამდეც დამზოგველი მიდგომები იყო როგორც სხვა, ასევე ამ ტელევიზიის მიმართ. შესაბამისად, სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყებდეთ საუბარს, ჯერ აუცილებლად უნდა თქვათ, რა დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოს „რუსთავი 2“ -ის ვალებთან დაკავშირებით აქამდე. შეკითხვაზე, მომავალში რა იქნება, პარლამენტი ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის მთავრობის პრეროგატივა. ნებისმიერ შემთხვევაში, დამოკიდებულება იქნება იგივე, რაც იყო აქამდე,“ –აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.