კეზერაშვილის წარსული საზოგადოებისთვის ცნობილია - პრემიერი
კეზერაშვილის წარსული  საზოგადოებისთვის ცნობილია - პრემიერი

A+ A-

14:58 13/08/2019

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებას ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს და ეს შეფასებები რაიმეს დამატებას არ საჭიროებს.

„ბატონი კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ, იმ საქმეებზე, რომლებთანაც მისი გვარი ასოცირდებოდა, ჩვენს მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება და მე არ ვთვლი, რომ ჩემგან საჭიროა ამ ერთმნიშვნელოვან შეფასებაზე რამის დამატება“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება იარაღით უკანონო ვაჭრობის და საერთაშორისო კორუფციული გარიგებების საქმეზე მიმდინარეობს.