საუბარს იმაზე, რომ თურმე ტურიზმის სექტორი არ დაზარალებულა შეზღუდვებით, არ ვიცი, რა დავარქვა - ბახტაძე
საუბარს იმაზე, რომ თურმე ტურიზმის სექტორი არ დაზარალებულა შეზღუდვებით, არ ვიცი, რა დავარქვა - ბახტაძე

A+ A-

15:03 13/08/2019

პრემიერის თქმით, მთავრობა ვალდებულია, დაეხმაროს ტურიზმის სექტორს და ამ მიმართულებით დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები.

„ვალდებულნი ვართ, ამოვუდგეთ გვერდში ტურიზმის სექტორს და დავეხმაროთ. შევიმუშავეთ ორი პროგრამა და ამ ორი პროგრამის ფარგლებში და ასევე სხვა დაგეგმილი აქტივობებით, ვფიქრობთ, დავაბრუნებთ იმ მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა ტურიზმის სექტორში. საუბარს იმაზე, რომ თურმე ტურიზმის სექტორი არ დაზარალებულა ამ შეზღუდვებით, არ ვიცი, რა დავარქვა, ეს არც კონსპირაციის თეორიაა და არც ტყუილი, ამაზე უფრო დიდი დეზინფორმაცია არ ვიცი, რა უნდა იყოს. ჰკითხეთ ამ სექტორში მომუშავე ნებისმიერ ადამიანს, მცირე და საშუალო მეწარმეებს აჭარაში. ივნისში ჩვენ გვქონდა 40-პროცენტიანი ზრდა და შემდეგ იყო მნიშვნელოვანი ვარდნა ივლისში. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.