მთავრობას შეუძლია, ჩაშალოს “რუსთავი 2“-ის გაყიდვის პროცესი - ლევან ალაფიშვილი
მთავრობას შეუძლია, ჩაშალოს “რუსთავი 2“-ის გაყიდვის პროცესი - ლევან ალაფიშვილი

A+ A-

16:52 13/08/2019

“რუსთავი 2“-ს გაყიდვით მთავრობას ექნება ბერკეტი, რათა გაყიდვის პროცესში მისთვის სასარგებლო და ეფექტური კონტროლი მოახდინოს. თუკი მთავრობას გარიგების რაღაც პირობა არ მოეწონება, მას აქვს კანონით გათვალისწინებული უფლება “რუსთავი 2“-ს არ გაუკეთოს რესტრუქტურიზაცია და გაუშვას გადახდის უუნარობაზე, შესაბამისად ჩაშალოს ტელეკომპანიის გაყიდვის პროცესი,“ - ამის შესახებ “2020NEWS”-ს იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის გაყიდვის პროცესში მთავარი ნაწილი საბიუჯეტო დავალიანების საკითხი იქნება, რომლის გადაწყვეტის გარეშე მოლაპარაკებები ვერ გაიმართება. ალაფიშვილის განმარტებით, კანონმდებლობა მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას ტელეკომპანიას საბიუჯეტო დავალიანების გადახდა გადაუვადოს ან  -  არა.

“რუსთავი 2“ იყო და კვლავაც რჩება ქართული მედიის იმ ლიდერად, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე. ბუნებრივია, ბოლო პერიოდში მის ირგვლივ განვითარებული პროცესები და გადაწყვეტილებები სწორედ ამ კონტექსტით უნდა იქნას განხილული და ამ ყველაფრის მიმართ კითხვის ნიშნები მატულობს. “რუსთავი 2“-ის გაყიდვას რაც ეხება, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროცესში მთავრობას ექნება ბერკეტი, რათა გაყიდვის პროცესში მისთვის სასარგებლო და ეფექტური კონტროლი მოახდინოს. ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით “საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ თუკი საწარმოოს აქვს დავალიანება, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამ დავალიანებას გადაუვადებენ თუ არა. “რუსთავის 2“ გასხვისები მოლაპარაკებების პროცესში ერთ-ერთი საკითხი იქნება ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება, შესაბამისად თუკი ეს საკითხი გადაუწყვეტელი იქნება და ამაზე პასუხი არ იქნება ნათელი, არის თუ არა მზად მთავარობა საწარმოოს გადაუვადოს დავალიანების დაფარვა ამ შემთხვევაში, ტელეკომპანიის გაყიდვის მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდება. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა სავარაუდოდ ყველაზე მსხვილი კრედიტორია, სწორედ მთავრობა იქნება , ამ საგადასახადო დავალიანებაზე მომთხოვნი უფლებამოსილი პირი. ამ შემთხვევაში მას აქვს უფლება, ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპარაკებების პროცედურები, ან გახდეს ინიციატორი კომპანიის გადახდის უუნარობის საქმის წარმოების გახსნისა. ორივე მიმართულებით კანონმდებლობიდან გათვალისწინებით მთავრობას აქვს ბერკეტები, რომ “რუსთავის 2“ - ის გაყიდვაზე იქონიოს ეფექტური გავლენა და არსებობს ალბათობა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნეს მიღებული. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ორ სუბიექტს შორის ან 100% წილის მფლობელსა და პოტენციურად დაინტერესებულ ინვესტორებსა თუ მყიდველებს შორის განსახილველი თემა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში წარიმართება და განხილული იქნება მთავრობის ნების შესაბამისად. შესაბამისად მოლაპარაკებების წარმატებაც მხოლოდ მთავრობაზე იქნება დამოკიდებული. თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, შესაძლოა, მთავრობას კონკრეტული მყიდველი არ აწყობდეს. თუკი ამ გარიგების რაღაც პირობა არ მოეწონოს მას აქვს კანონით გათვალისწინებული უფლება “რუსთავი 2“-ს არ გაუკეთოს რესტრუქტურიზაცია და გაუშვას გადახდის უუნარობაზე. შესაბამისად ჩაშალოს ტელეკომპანიის გაყიდვის პროცესი. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა წლებშიც მედიასაშუალებები როგორც წესი არ იხდიდნენ გადასახადებს ან სრულად არ ფარავდნენ. ამ ყველაფრის ჯერ დაგროვება და შემდეგ ჩამოწერა ხდება, შესაბამისად გადამწვეტი სიტყვა მთავრობას ეკუთვნის. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საწარმოთა დავალიანება ბიუჯეტის მიმართ თავისი შინაარსით წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ფულს აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნება საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. გონივრული იქნება “რუსთავი 2“-ის საკითხი საზოგადოებრივი ჩართულობით გადაწყდეს და ამის ერთ-ერთი მექანიზმი იქნება პლებისციტი, შეიძლება, სხვა ფორმაც იყოს მოძიებული. მთავარია, პოლიტიკური გავლენებისგან და მოტივაციისგან იყოს თავისუფალი“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ  “რუსთავი 2“-ს ყიდის. ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად კი წლების განმავლობას ტელეკომპანიის მიერ დაგროვებული მილიონობით ლარის დავალიანება დაასახელა.