უნდა დავასრულოთ ვარსკვლავბიჭუნას ძებნა - უსუფაშვილი
უნდა დავასრულოთ ვარსკვლავბიჭუნას ძებნა - უსუფაშვილი

A+ A-

17:14 13/08/2019

„უნდა დავასრულოთ ვარსკვლავბიჭუნას ან ქვეყნის გადამრჩენელი პოლიტიკური პარტიის ძებნა“, - ამის შესახებ ‘შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “2020NEWS”-ს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება რამდენიმე პარტიაზე დაფუძნებული პოლიტიკური ცხოვრება. მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება რამდენიმე ჯანმრთელი, ჯანსაღი, თანამედროვე სტილის პოლიტიკური მოთამაშე. მამუკა ხაზარაძეს კი აქვს იმის პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი იმ რამოდენიმეთა შორის, რომელიც ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო.

„მე უფრო მეტად ვარ დაკავებული „შენების მოძრაობის“ გუნდის შექმნით და მის მიერ სერიოზული სიტყვის თქმით. ამის პარალელურად „შენების მოძრაობაში“ დაინტერესებულები ვართ, რომ გვყავდეს ახალი ტიპის, ახლებურად მოთამაშე პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკურ სისტემაში. ვთვლი, რომ თუ ხაზარაძე მის მიერ დაანონსებულ იდეებს რეალური შინაარსითაც შეავსებს, იგი იქნება საინტერესო და სასარგებლო კონკურენტი ან პარტნიორი ჩვენთვის. ეს არის მრავალპარტიული სისტემისთვის აუცილებელი მოცემულობა, რომ რამდენიმე კარგ პოლიტიკურ პარტიას შორის მიმდინარეობდეს კონკურენცია და მოსახლეობამ საუკეთესო აარჩოს ხოლმე. მე ვთვლი, რომ ამის პოტენციალი ხაზარაძეს აქვს, მაგრამ ჯერ ყველაფერზე საუბარი ადრეა, სანამ იდეა შინაარსით არ შეივსება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.