თუკი ჯაფარიძე და ხაზარაძე საზოგადოებრივ სექტორში გააქტიურდებიან, მათთან ვითანამშრომლებ - ალაფიშვილი
თუკი ჯაფარიძე და ხაზარაძე საზოგადოებრივ სექტორში გააქტიურდებიან, მათთან ვითანამშრომლებ - ალაფიშვილი

A+ A-

17:38 13/08/2019

ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანები, როგორებიც არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, აპირებენ, საზოგადოებრივ სექტორში გააქტიურებას. მე ვითანმშრომლებ მათთან , -ამის შესახებ “2020NEWS”-ს იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, იგი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ გეგმავს, თუმცა თავისი მიმართულებით საზოგადოებრით თუ სამოქალაქო მოძრაობებში მამუკა ხაზარაძესთან გაერთიაენებას არ გამორიცხავს.

“მე ვარ ის ერთი მოქალაქე, რომელიც ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს, რომ  დემოკრატიულ საზოგადოებაში  ხელისუფლების მიღმა ყოფნითაც შესაძლებელია, პროცესების გაუმჯობესება და გადაწყვეტილებზე გავლენის მოხდენა. აქტიური მოქალაქე არის სახელმწიფოს ცენტრი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, მთავრობა თუ სხვა. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა და ყველაფერი ერთი მოქალაქის ირგვლივ უნდა კონცენტრირდებოდეს და ამის ჩვენებას ვცდილობ.

მე ჩემ საქმიანობას წარვმართავ. აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას, ან პოლიტიკური პარტიის წევრობას, ან გნებავთ პოლიტიკის სექტორში გადასვლას უახლოეს მომავალში არ ვგეგმავ. მე არ მსმენია, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავდეს. თუკი იგი იმ სექტორში წამოვა, სადაც მეც ვარ და სხვა ბევრიც არის, თუკი ვინმე, ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანები როგორებიც არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აპირებენ საზოგადოებრივ სექტორში გააქტიურებას, ბუნებრივია, მე ვითანმშრომლებ მათთან“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

კითხვაზე თუ ვის ვიხილავთ ხაზარაძის ახალ სამოქალაქო მოძრაობაში ალაფიშვილმა განმარტა, რომ მოძრაობაში პროდასავლური ორიენტაციის მქონე ახალგაზრდები გაერთიანდებიან, რომლებიც არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას შეცვლიან.

“მე მგონია, რომ მოძრაობაში შესაძლოა, გამოჩნდეს ის ახალი ფიგურა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში იყოს გარკვეული მოლოდინები. ჩემი ვვარაუდით, არ გამოვრიცხავ, რომ სამოქალაქო მოძრაობაში დასავლური ღირებულებების ერთგული და რაც მთავარია, ახალი თაობა გაერთიანდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი შეცვლიან ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას,“- განაცხადა ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში ახალი სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბება დააანონსა. ხაზარაძის თქმით, მოძრაობაში გაერთიანდებიან პროდასავლური ღირებულებების მქონე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.