თუ დამნაშავე ძალაში წინა ხელისუფლებას გულისხმობთ, რატომ არ სჯით? - ინაშვილი
თუ დამნაშავე ძალაში წინა ხელისუფლებას გულისხმობთ, რატომ არ სჯით? - ინაშვილი

A+ A-

18:02 13/08/2019

პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც ისინი კოალიციის ფარგლებში დამნაშავე ძალასთან არ ითანამშრომლებენ.

ირმა ინაშვილს ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქვს კითხვა, დამნაშავე ძალაში გულისხმობენ თუ არა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და თუ ისინი იგულისხმებიან, მაშინ რატომ არ სჯიან მათ?!

„ხელისუფლება აცხადებს, რომ კოალიციის ფარგლებში დამნაშავე ძალასთან არ ითანამშრომლებს. ასეთი მკაფიო, კონკრეტული განცხადებები კეთდება ხელისუფლების პირველი პირების დონეზე. მაქვს ორი კითხვა:

1. დამნაშავე ძალა-ში იგულისხმება მხოლოდ სააკაშვილის პოლიტჯგუფი? ანუ მელია, გოცირიძე, ბოკუჩავა და არა ბოკერია-უგულავას შემადგენლობა?

2. თუ საჯარო განცხადებების დონეზე ასეთ მკაფიო კვალიფიკაციას აძლევთ წინა რეჟიმის პოლიტიკურ ჯგუფებს, რატომ არავის სჯით? რატომ არ უჭერთ მხარს ჩვენს რეზოლუციას (რომელიც მეორედ დავარეგისტრირეთ პარლამენტში), რატომ არ იძვრის ადგილიდან თქვენს მიერ ხელოვნურად გაჩერებული საქმეები, რატომ არ ხდება დამნაშავეების გამიჯვნა პოლიტიკისაგან? რატომ ცდით ქართველი ხალხის დიდ მოთმინებას?“, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.