რა შეტყობინება დატოვეს ჰაკერებმა - კიბერშეტევა “ტვ პირველზე“
რა შეტყობინება დატოვეს ჰაკერებმა - კიბერშეტევა “ტვ პირველზე“

A+ A-

21:28 13/08/2019

„IT სპეციალისტებისა და საგამოძიებო ჯგუფების დასკვნით, ეს კრიპტოვირუსია. ფაილებს მოჰყვება წარწერა, თუ გარკვეული ოდენობის კრიპტოვალუტას გადაიხი, სანაცვლოდ ფაილები აღდგება. დაახლოებით ამდაგვარი შინაარსის დაშიფვრა აქვს“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელმა, ნანა აბურჯანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კივერშეტევის შემდეგ კავშირზე არავინ გასულა.

„საგამოძიებო ორგანოებმა გვირჩიეს, რომ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ დაგვემყარებინა. ამას არც აზრი და არც შედეგი არ მოჰყვება ხოლმე. ახლა ჩვენ ჯერ უნდა დავადგინოთ რა დაზიანდა და შემდეგ გვექნება აღდგენის მცდელობა. ეს არის ჩვენი ერთადერთი გამოსავალი“, - აცხადებს აბურჯანიძე.

შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება.

ეთერში ვერ გავიდა „საქმიანი დილა“, საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები. 

მოგვიანებით, არხმა მაუწყებლობა Facebook-ის პირდაპირი ეთერით განაახლა. 

კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.