ჯარედ ლეტოს კონცერტის დაწყებამდე, "ბლექ სი არენას" დიდ ეკრანზე რუსული დროშის გამოჩენა მაყურებელმა გააპროტესტა
ჯარედ ლეტოს კონცერტის დაწყებამდე, "ბლექ სი არენას" დიდ ეკრანზე რუსული დროშის გამოჩენა მაყურებელმა გააპროტესტა

A+ A-

23:19 13/08/2019

ჯარედ ლეტოს კონცერტის დაწყებამდე, "ბლექ სი არენას" დიდ ეკრანზე რუსული დროშის გამოჩენა მაყურებელმა გააპროტესტა.

როგორც წესი, კონცერტის დარბაზში შეკრებილ მსმენელს აჩვენებენ, რომლებიც თავის მხრივ, ტელეფონებით იმ ქვეყნის დროშას აჩვენებენ, რომელსაც წარმოადგენენ.

ამჯერადაც რამდენიმე ქვეყნის დროშა ტელეფონებით აჩვენეს. რუსეთის დროშის გამოჩენა მსემენელებმა ხმაურითა და შეძახილებით გააპროტესტეს.

ქართველმა მაყურებლებმა ასევე გააპროტესტეს ოკუპაცია და ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდეს წარწერებით, რომლებსაც ტელეფონებით აჩვენებდნენ დიდ ეკრანზე.

შეგახსენებთ, „ბლექ სი არენაზე“ მსახიობისა და მუსიკოსის ჯარედ ლეტოს კონცერტი მიმდინარეობს.