საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი - ოქრუაშვილი
საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი - ოქრუაშვილი

A+ A-

11:04 14/08/2019

„ნუ იფიქრებთ, რომ განსაკუთრებული პირობები მაქვს შექმნილი“, - გამარჯვებული საქართელოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახლა მატროსოვის ციხეში იმყოფება, მის ფბ პოსტებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს სტატუსებს. ირაკლი ოქრუაშვილი საკანში გატარებულ დღეებზე წერს. მაგალითად სიზმრებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს ნახულობს. ასევე როგორ ესტუმრა მას საკანში კოღო და იმისთვის, რომ მარტო არ ყოფილიყო, არ მოკლა და ბიძინა დაარქვა.

“რადგან ციხეში ყოფნისას დადებულმა ჩემმა პოსტებმა ლოგიკური კითხვა გააჩინა- არის თუ არა ეს ჩემი პოსტები, მარტივად გეტყვით , რომ ციხიდან დროდადრო ჩემს მიერ გამოგზავნილ ტექსტებს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დებს, ამის გამო კომენტარებზე არავის ვპასუხობ. საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი. ასე რომ , ნუ იფიქრებთ განსაკუთრებული პირობები მაქვს შექმნილი”, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.